გაკვეთილის გეგმები

ავტორი: ხათუნა ქვლივიძე
გაკვეთილის თემა: „ჩემი დღე“
საფეხური: ს.1-რუსული ენა
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები ისმენენ და იგებენ ტექსტს და, უკვე ნაცნობი თემატიკის მიხედვით, ადგენენ ანალოგიურ ტექსტს. სწორად იყენებენ ლექსიკურ- გრამატიკულ კონსტუქციებს ახალი სიტყვების გამოყენებით. მოსწავლეები იცავენ წერითი ტექსტის სტრუქტურას და ასევე ფლობენ ელემენტარულ ენობრივ უნარებს და იყენებენ მათ ტექსტში, მონაწილეობას იღებენ მარტივ ინტერაქციაში.
სტანდარტთან შესაბამისობა: მოსმენა ს.1.2,ს1.3; კითხვა ს.1.8, ს.1.10; წერა ს.1.20; ლაპარაკი ს.1.24, ს.1.21, ს.1.27.
   გაკვეთილის მსვლელობა:
აქტივობა 1. განვლილი მასალის გამეორება. მოსწავლეები იყოფიან სამ ჯგუფად. ყოველი ჯგუფიდან გამოდის ერთი მოსწავლე, რომელსაც უსვავენ შეკითხვას სიტყვით- როდის?     (10 წუთი).
აქტივობა 2. ჯგუფური მუშაობა. მასწავლებელი ყოველ ჯგუფს ურიგებს ბარათებს, კითხვებზე პასუხებით. პასუხებიდან გამომდინარე მოსწავლეები ადგენენ შეკითხვებს.          (5 წუთი).
აქტივობა 3. მოსწავლეების მიერ შესრულებული ჯგუფური დავალების შემოწმება.(პირველი ჯგუფის წევრი ერთი მოსწავლე სვავს შეკითხვას, მეორე ჯგუფის მოსწავლე პასუხობს შეკითხვას, ხოლო მესამე ჯგუფის მოსწავლე ამოწმებს პასუხის სისწორეს (5 წუთი).
აქტივობა 4. სლაიდების დათვალიერება, სახელწოდებით „ჩემი დღე“. (სულ 12 მარტივი სლაიდი). ყოველი სლაიდი ეხება დღის განსაზღვრულ მონაკვეთს. დათვალიერებისას მასწავლებელი ხმამაღლა კითხულობს  არსებულ წარწერებს, ხოლო მოსწავლეები თარგმნიან (5 წუთი).
აქტივობა 5. ჯგუფური მუშაობა.ყოველ ჯგუფს ურიგდებათ კონვერერტები პაზლებად დაშლილი ტექსტით „ჩემი დღე“ .  ისინი ადგენენ ტექსტს და სწორი თანმიმდევრობით აწებებენ  პაზლებს (10 წუთი).
აქტივობა 6. ჯგუფების მიერ  შესრულებული დავალების შემოწმება (ჯგუფები რიგრიგობით კითხულობენ პაზლებისგან აწყობილ ტექსტს  (6 წუთი).
აქტივობა 7. მასწავლებელი აჩვენებს წინასწარ მომზადებულ  სურათებს  და სვამს  შეკითხვას: „რას აკეთებს გოგონა/ბიჭი?“ მოსწავლეები პასუხობენ შესწავლილი ლექსიკურ-გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენებით  (2 წუთი).
საშინაო დავალება: შეადგინეთ ანალოგიური ტექსტი საკუთარი თავის შესახებ და შეგეძლოთ კითხვებზე პასუხების გაცემა (1 წუთი).
შეფასება: ჯგუფური , ინდივიდუალური,  მასწავლებლის კონეტარი (განმავითარებელი).
მენეჯმენტი: ჯგუფური, ინდივიდუალური, ფორუმი.
რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, წიგნები, რვეულები,კალმები, სურათები, პაზლებად დაშლილი ტექსტი.



კითხვის შეფასების კრიტერიუმების ცხრილი

შეფასების კრიტერიუმები
ქულები
მოსწავლე
1
ტექსტის თემის განსაზღვრა,ფაქტებისა და მოვლენების გაგება,  კონკრეტული ინფორმაციის ამორჩევა.
2
2
ტექსტის იდეის გაგება.
2
3
სწორი გამოთქმა.
2
4
განვლილი გრამატიკული მასალის გამოყენება, მათ შორის ლექსიკურ-გრამატიკული კონსტრუქციების.
2
5
აყალიბებს კითხვებს და შეუძლია მათზე პასუხის გაცემა.
2
      საერთო ქულა
10


=====================================================================

Воспитание и образование в древнем мире


No comments:

Post a Comment